ENG GEO

Search form

"აიისას" საქმეზე თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები მუშაობდნენ

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-10 მუხლის, გამოხატვის თავისუფლების დარღვევა დაადგინა საქმეზე "ანი გაჩეჩილაძე საქართველოს წინააღმდეგ".
ანანია გაჩეჩილაძის საქმეზე მუშაობდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორები, გიორგი მშვენიერაძე, ედუარდ მარიკაშვილი და მარი კაპანაძე და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები, თეიმურაზ სვანიძე და რაფიელ კაკაბაძე.
 
დავა შეეხება საქართველოში პრეზერვატივების მწარმოებლის "აიისას" წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებებს, რომლის მიხედვით, სტარტაპერი კომპანია საქართველოს სასამართლოებმა სამართალდამრღვევად ცნეს, დააჯარიმეს 500 ლარით და ბაზრიდან პროდუქციის ამოღება მოსთხოვეს. სასამართლოს აზრით, პრეზერვატივების შეფუთვაზე არსებული წარწერები და გამოსახულებები არღვევდა კანონს რეკლამის შესახებ, რადგან ეხებოდა რელიგიურ გრძნობებს და არაეთიკური იყო.
 
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, "საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ ღირებულებებს შორის ლეგიტიმური ბალანსის დაცვისას, საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებაზე არსებითი გავლენა იქონია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრების შეხედულებებმა ეთიკურ საკითხებთან დაკავშირებით. მსგავსი მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელია კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის ზნეობრივი ნორმების ან მსოფლმხედველობის საზოგადოების სხვა ჯგუფებზე თავსმოხვევა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით. მიდგომა ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.“