ENG GEO

Search form

სიმეონ ჯანკოვი თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია

სიმეონ ჯანკოვს თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

სიმეონ ჯანკოვი - ცნობილი ეკონომისტი, არის Doing Business World Bank Study-ის ავტორი და Peterson Institute for International Economics-ის უფროსი მკვლევარი. 2009-2013 წლებში იყო ბულგარეთის ფინანსთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი, მანამდე კი – ფინანსების და კერძო სექტორის მთავარი ეკონომისტი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის საკურატოროში.  სხვადასხვა წლებში სიმეონ ჯანკოვი იყო Journal of Comparative Economics-ის ასოცირებული რედაქტორი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საბჭოს თავჯდომარე, მოსკოვის New Economic School-ის რექტორი, Financial Markets Group-ის მკვლევარი ლონდონის ეკონომიკის სკოლაში (LSE). 2017-2018 წლებში მან უხელმძღვანელა მსოფლიო ბანკის წლიურ მსოფლიოს განვითარების ანგარიშს, ხოლო 2019 წელს იყო Development Economics-ის დირექტორი მსოფლიო ბანკში.

თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორისა და გამორჩეული პროფესორის წოდება სხვადასხვა დროს მინიჭებული აქვთ გამორჩეულ პიროვნებებს, მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატებს ორჰან ფამუქსა და რობერტ მადელს; ასევე, ისეთ გამორჩეულ მკვლევრებს, როგორებიც არიან სტივ ჰენკე და ფრენსის ფუკუიამა.

სიმეონ ჯანკოვმა საპატიო დოქტორის მინიჭების ცერემონიის შემდეგ საჯარო ლექცია ჩაატარა.

ლექციის თეზისები იხილეთ აქ.

 

Simeon Djankov has been awarded the degree of Honorary Doctor of the Free University.

Simeon Djankov is a famous economist, author of Doing Business World Bank Study (Bulgaria) and Senior Fellow at the Peterson Institute for International Economics. From 2009 to 2013, he was the Deputy Prime-Minister and Minister of Finance of Bulgaria, and before that - a Chief economist of the finance and private sector vice-presidency of the World Bank.

He has been an associate editor of the Journal of Comparative Economics, Chairman of the Board of the European Bank for Reconstruction and Development, Rector of the New Economic School in Moscow, research fellow of the Financial Markets Group at the London School of Economics. In 2017–2018, Simeon Djankov directed the annual World Development Report at the World Bank and in 2019, and was Director of Development Economics at the World Bank.

At different times, the Honorary Doctor’s degree and the title of Distinguished Professors of Free University of Tbilisi has been awarded to famous individuals, as Nobel Prize winners - Orhan Pamuk and Robert Mundell, and as distinguished scholars – Steve Hanke and Francis Fukuyama.

After the ceremony, Simeon Djankov delivered a public lecture.

The lecture notes can be found here.