ENG GEO

Search form

ელენე კავთელაძე კარიერას ამაზონში გააგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულმა, ელენე კავთელაძემ მუშაობა დაიწყო Amazon-ის მადრიდის ოფისში Software Development Engineer-ის პოზიციაზე.
 
ელენე იყო თავისუფალი უნივერსიტეტის სემინარისტი პროგრამირების მეთოდოლოგიაში. ის, ასევე, არის ერთ-ერთი ინიციატორი და დამფინანსებელი მაქსის სტიპენდიის, რომლის ფარგლებში კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი 2020-21 სასწავლო წელს მიიღებს სტიპენდიას.