ENG GEO

Search form

რატი გოშაძე სწავლას აშშ-ში გააგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის 2019 წლის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული რატი გოშაძე სწავლას საზღვარგარეთ გააგრძელებს. მას უკვე აქვს თანხმობა University of Rochester-საგან და შეთავაზება ისწავლოს სრული დაფინანსებით სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე.
 
რატის აპლიკაციები ამერიკის სხვა უნივერსიტეტებშიც აქვს გაგზავნილი, საიდანაც პასუხი ახლო მომავალში ჩამოვა. ზუსტად რომელ უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას, ამ გადაწყვეტილებას გაზაფხულზე მიიღებს.