ENG GEO

Search form

საჯარო ლექცია: "ბრძოლა უზენაესი სასამართლოსთვის"

ხუთშაბათი, 5 December, 2019

5 დეკემბერს 18:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200) ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექცია: "ბრძოლა უზენაესი სასამართლოსთვის".

საჯარო ლექციის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესის ფორმირების პროცესი, უშუალოდ შერჩევის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები და არსებული გამოწვევები.

ღონისძიების მომხსენებლები არიან:

გიორგი მშვენიერაძე – საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე;

გიორგი ჩიტიძე – ღია საზოგადოების ფონდის პროგრამის ხელმძღვანელი;

ნაზი ჯანეზაშვილი – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი;

მოდერატორი: დავით ზედელაშვილი – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ტარდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG), ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

 

დასწრება თავისუფალია.

FB Event

 

Send notification via e-mail: