ENG GEO

Search form

საჯარო დისკუსია: "20 ივნისის მოვლენები - დაზარალებულთა ისტორიები და სამართლებრივი ანალიზი"

სამშაბათი, 3 December, 2019

3 დეკემბერს 18:00 საათზე, ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში კახა ბენდუქიძის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200) ჩატარდება საჯარო დისკუსია თემაზე: "20 ივნისის მოვლენები - დაზარალებულთა ისტორიები და სამართლებრივი ანალიზი".

საჯარო დისკუსიის ფარგლებში 20 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებული პირები მოყვებიან საკუთარ ისტორიებს. ასევე, სამართლებრივ ჭრილში განიხილება ძალის გამოყენების ლეგიტიმურობის და პროპორციულობის საკითხები. პარალელურად უნივერსიტეტში გაიმართება საპროტესტო აქციების ამსახველი ფოტოგამოფენა.

ღონისძიების მომხსენებლები არიან:

ნონა ქურდოვანიძე – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე;

გიორგი მშვენიერაძე – საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე;

ლევან ასათიანი – Amnesty International-ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში.

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ტარდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG), ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

Send notification via e-mail: