ENG GEO

Search form

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის გახსნა

ორშაბათი, 2 December, 2019

2 დეკემბერს 17:00 საათზე, საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართება ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის გახსნის ღონისძიება. კვირეული 8 დღეს გაგრძელდება და მასში საქართველოს 15 უნივერსიტეტი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, რეგიონის უნივერსიტეტები.

 

გახსნის ღონისძიების შემდეგ გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე "საპროტესტო აქციების რეტროსპექტივა". დისკუსიის ფარგლებში მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტები ისაუბრებენ საპროტესტო აქციების მართვის პროცესში წარმოშობილ პრობლემებზე და იმ გამოწვევებზე, რასაც ისინი აწყდებოდნენ აქციების დაგეგმვის და განხორციელების დროს. სახალხო დამცველის მოადგილე კი აღნიშნულ მოვლენებს სამართლებრივ ჭრილში შეაფასებს.

 

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ტარდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" USAID-PROLoG), ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

Send notification via e-mail: