ENG GEO

Search form

ჩვენი სტუდენტები იაპონიაში გაემგზავრებიან

თავისუფალი უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის, იაპონური მიმართულების სტუდენტები: თამთა სულძე, მარიამ ჩხვირკია, და სანდრო პაიჭაძე ერთწლიანი გაცვლითი პროგრამით გაემგზავრებიან იაპონიის ცუკუბას უნივერსიტეტში.

ცუკუბას უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია იაპონიაში. 2015 წელს თავისუფალ უნივერსიტეტსა და ცუკუბას უნივერსიტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა სტუდენტების გაცვლითი პროგრამით იაპონიაში გამგზავრება.