ENG GEO

Search form

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების შექმნილმა აპლიკაციამ დაფინანსება მოიპოვა

Democracy Reporting International Georgia-ის ორგანიზებულ CommunicaThin 2018-ში ჩვენი სტუდენტების პროექტმა გაიმარჯვა. სტუდენტებმა შექმნეს აპლიკაცია, რომელიც განსაზღვრავს მომხმარებლის კოორდინატებს ქართული პოლიტიკის საკოორდინატო სიბრტყეზე. აპოვნინებს მას მსგავსი გემოვნების, მაგრამ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე სხვა ადამიანებს და მისცემს საშუალებას, განიხილოს პუნქტები, სადაც მათი აზრები არ ემთხვევა ერთმანეთს.

გამარჯვებულ სტუდენტებს ასევე დაუფინანსდებათ გერმანიაში ვიზიტი, სადაც სასწავლო კურსის ფარგლებში ისინი იდეის დახვეწაზე იმუშავებენ.

პროექტზე მუშაობდნენ სტუდენტები:

ანა გურგენიძე, მარიამ ცერცვაძე, გიორგი ლოლაძე, ტატო კოკაია, ლუკა კილაბერიძე თავისუფალი უნივერსიტეტიდან და ზუკა მაისაშვილი აგრარული უნივერსიტეტიდან.