ENG GEO

Search form

MACS-ელები საერთაშორისო სიმპოზიუმზე

თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების (MACS) სკოლის ინჟინერიის პირველი გამოშვების კურსდამთავრებულები, გუგა ბურდული და არკადი აკოფიანი მონაწილეობას მიიღებენ კალიფორნიაში, ქალაქ სან-დიეგოში გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმში, რომელიც ეძღვნება ელექტრო და კომპიუტერულ ინჟინერიის თანამედროვე მიღწევებს.
აღნიშნული ღონისძიება ტარდება სამ წელიწადში ერთხელ. გუგას და აკოს მოხსენება არის "Invited Paper", რაც ზრდის ნაშრომის მნიშვნელობას. მათი ნაშრომი ეძღვნება ოპტიმიზიციის მეთოდს, რომელიც გამოიყენება თანამედროვე ხელსაწყოების ოპტიმალური პარამეტრების შესარჩევად, რაც საგრძნობლად აადვილებს ექსპერიმენტის ჩატარებს. ნაშრომი დაიწერა შვეიცარიის (ETH Zurich) და გერმანიის დუისბურგ-ესენის უნივერსიტეტის მონაწილეობით.
გუგა და აკო, MACS-ის ინჟინერიის სტუდენტ რევაზ ქართველიშვილთან ერთად, ასევე ჩართულები არიან სამეცნიერო პროექტში და მუშაობენ ექსპერიმენტზე, რომელიც ტარდება თავისუფალ უნივერსიტეტში. აღნიშნულ შედეგებზე დაყრდნობით იგეგმება უახლოეს ხანში ვრცელი სამეცნიერო საჟურნალო ნაშრომის დაწერა.
ნაშრომის ხელმძღვანელია MACS-ის სკოლის პროფესორი ვახტანგ ჯანდიერი.