ENG GEO

Search form

დათო პაპაშვილი სწავლას ჩინეთში გააგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის (ჩინური მიმართულება) კურსადმთავრებული დათო პაპაშვილი სრული დაფინანსებით სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას ჩინეთში. 

დათო ჩინეთის სამმა რეიტინგულმა უნივერსიტეტმა მიიღო:

1. ფუტანის უნივერსიტეტი (ქ.შანხაი) საერთაშორისო საჯარო მართვა (Master of International Public Policy (MIPP) ), საერთაშორისო ურთიერთობებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სკოლა SIRPA (School of International Relations and Public Affairs Fudan University, Shanghai, China)
რეიტინგით 1-ლ ადგილზეა შანხაიში, ხოლო QS World University Rankings- ის მიხედვით 43-ე ადგილზე მსოფლიოში.
საერთაშორისო ურთიერთობებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სკოლა (SIRPA) არის წამყვანი სკოლა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში. მისი პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევები QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში მე-36 ადგილზეა (2017). SIRPA გამოირჩევა ძლიერი სასწავლო პროგრამებით ჩინეთის პოლიტიკასა და დიპლომატიაში, ევროპისა და აზიის გლობალურ საკითხებში, მართვასა და საერთაშორისო საჯარო პოლიტიკაში.

2. ერთადერთი აბრეშუმის გზის სკოლა მსოფლიოში, ჟენმენის უნივერსიტეტი (ქ. სუჭოუ, ჩინეთი)
Silk Road School, Renmin University of China (Suzhou)
სამაგისტრო პროგრამა თანამედროვე ჩინეთის კვლევებში (Master of Contemporary Chinese Studies)

აღინშნული სკოლა წელს გაიხსნა, მსოფლოს მასშტაბით შეარჩიეს ხოლოდ 80 აპლიკანტი, ხოლო დათო ერთადერთია საქართველოდან. პროგრამა ახალი ჩამოყალიბებულია და დაკავშირებულია ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის ინიციატივასთან “სარტყელი და გზა”.

კურსდამთავრებულებს საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის დიპლომებთან ერთად გადაეცემათ ასევე სამართლის მაგისტრის ხარისხი (LLM).

3. East China Normal University (Shanghai)
სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობებში, თანამედროვე ჩინეთის კვლევები.

ECNU უმაღლესი განათლების საერთაშორისო და რეგიონალური კვლევების სკოლა (SAIAS - School of Advanced International and Area Studies) ხაზს უსვამს საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური საკითხების უახლესი კვლევების შესწავლას.
SAIAS სპეციალიზირებულია რუსეთისა და ევრაზიის კვლევებში, მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებაზე, ამერიკულ და ევროპულ კვლევებში.

კვლევისა და სწავლების გარდა, თოთოეული პროგრამა ახორციელებს სასწავლო პროექტებსა და სტაჟირებებს საერთაშორისო კორპორაციებში, ასევე სასწავლო ვიზიტებს ჩინეთის სხვადასხვა რეგიონში.