ENG GEO

Search form

ფიზიკის სკოლის სტუდენტები საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში

2-7 ივლისს ერევანში ჩატარდა საერთაშორისო სკოლა-სემინარი მაღალი ენერგიების თეორიულ ფიზიკაში, რომლის სპონსორები იყვნენ თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრი (ICTP, Trieste, Italy) და გერმანული ფონდი VWStiftung. 

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა ფიზიკის სკოლის ხუთი სტუდენტი:
გიორგი არსენაძე, თინათინ ბარათაშვილი, ლადო რაზმაძე, ეკატერინე წულაძე, გიორგი ჭანტურია. 

მათგან ორნი, ლადო რაზმაძე და გიორგი ჭანტურია, სემინარზე გამოვიდნენ მოხსენებებით, რომლებშიც წარმოადგინეს სამეცნიერო კვლევის შედეგები.

 
მოხსენებებმა მაღალი შეფასება დაიმსახურა.