ENG GEO

Search form

ESM-ის კურსდამთავრებული სწავლას London Business School-ში გააგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული, თორნიკე ასათიანი სექტემბრიდან სწავლას London Business School-ში MBA-ს პროგრამაზე გააგრძელებს.
 
LBS ევროპაში ლიდერია ბიზნეს განათლების სფეროში და Forbes-ისა და Financial Times-ის რეიტინგებით მსოფლიოში ტოპ საერთაშორისო MBA პროგრამებში შედის.
 
სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს მთლიანად ბრიტანული მხარე დაფარავს.
 
თორნიკემ თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა (ESM) 2014 წელს დაამთავრა, რის შემდეგაც მალევე წამოიწყო წარმატებული სტარტაპი ეკოლოგიურ საკონსულტაციო სფეროში.