ENG GEO

Search form

MACS-ის სტუდენტი გერმანიაში გაემგზავრება

თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლის (MACS) სკოლის ინჟინერიის მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტი არკადი აკოფიანი მონაწილეობას მიიღებს გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში გასამართ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ეძღვნება მიკრო და მილიმეტრულ დიაპაზონში მომუშავე ახალი თაობის ტექნოლოგიებს.

კონფერენცია ტარდება ფრაუნჰოფერის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით. არკადი აკოფიანი წარმოადგენს ნაშრომს, რომელიც შესრულებულია გერმანიის (დუისბურგ-ესენის) და იაპონიის (კუიშუს უნივერსიტეტი და ფუკუოკას ტექნოლოგიური ინსტიტუტის) სამეცნიერო ჯგუფებთან ერთად.

არკადი აკოფიანი გამოყენებითი კვლევების პროექტის ფარგლებში ხელმძღვანელობს თავისუფალ უნივერსიტეტში ექსპერიმენტის ერთი ნაწილის ჩატარებას, რომლის საბოლოო მიზანი არის მცირე ზომის, ეფექტური ხელსაწყოს შექმნა, რომელიც შეძლებდა ნაკლები დანაკარგებით დიდი მოცულობის ინფორმაციის სწრაფად გადაცემას.

პროექტის და ნაშრომის ხელმძღვანელია MACS-ის პროფესორი ვახტანგ ჯანდიერი. არკადი აკოფიანი გერმანიაში მარტში გაემგზავრება.