ENG GEO

Search form

თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი მსოფლიო მეცნიერების ფორუმზე

პროფესორმა გურამ ჩიქოვანმა მეცნიერების მსოფლიო ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაიმართა იუნესკოს ეგიდით 7-11 ნოემბერს იორდანიაში. ფორუმი ჩატარდა იორდანიის მეფის აბდულა II იბნ ალ–ჰუსეინის პატრონაჟით. მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა დარგის მკვლევარები. ფორუმს თავჯდომარეობდა იორდანიის სამეფო სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტი პრინცესა სუმაია ბინთ ალ–ჰასანი. იგი არის ამავე დროს იორდანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე (Princess Sumaya University for Technology - PSUT).

გურამ ჩიქოვანმა ფორუმის მონაწილეებს გააცნო თავისუფალი უნივერსიტეტის არაბული ქვეყნებისა და ისლამური სამყაროს შემსწავლელი ცენტრის საქმიანობა, საკუთარი კვლევის შედეგები არაბისტიკაში. კონფერენციის მსვლელობისას იგი შეხვდა და სამომავლო ურთიერთობებზე ესაუბრა თანამედროვეობის გამოჩენილ მეცნიერებს, მათ შორის, მიჩიო კაკუს, რომლის გამოსვლები და პუბლიკაციები განათლებისა და მეცნიერების საკითხებზე საყოველთაოდაა ცნობილი.