შეხვედრა თანამედროვე ესპანელ მწერალ ხორხე კალაბრიასთან | თავისუფალი უნივერსიტეტი
ENG GEO

Search form

შეხვედრა თანამედროვე ესპანელ მწერალ ხორხე კალაბრიასთან

ორშაბათი, 20 November, 2017

20 ნოემბერს, 16:30 საათზე, კამპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში (ბიბლიოთეკა), თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა) და მომავალ დიპლომატთა კლუბის პროექტის ”I’m the World” ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა თანამედროვე ესპანელ მწერალ ხორხე კალაბრიასთან (ნამდვილი სახელი ანდრეს კრუსი). ის წაიკითხავს ლექციას თემაზე "კატალონიური კრიზისის წარმოშობის სათავეები: ავტონომიური ოლქების სისტემა და 1978 წლის ესპანეთის კონსტიტუცია“. 

 
მწერალი გაგვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას ფრანკოს დროინდელი და შემდგომი პერიოდის ესპანეთის სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების შესახებ.

დასწრება თავისუფალია

Send notification via e-mail: