ENG GEO

Search form

ანი გელოვანი EY-ის ამსტერდამის ოფისში იმუშავებს

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების კურსდამთავრებული, ანი გელოვანი, დიდი ოთხეულის წევრი აუდიტორული კომპანია EY-ის ამსტერდამის ოფისში იმუშავებს.

ანი გელოვანი 2014 წლიდანდან დელოიტის თბილისის ოფისში, ფინანსურ აუდიტორად მუშაობდა.

რამდენიმე დღის წინ კი კომპანია Lainsburgh დაუკავშირდა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი HR სააგენტოა მსოფლიოში და შესთავაზა EY-ის ამსტერდამის ოფისში მუშაობა, კონკრეტულად ცოტა ხნის წინ შექმნილ ახალ დეპარტამენტში (FAS) ფინანსური კონსულტაციების კუთხით, რომელიც კონცენტრირებულია ახალი სტანდარტების დანერგვაზე.

რამდენიმე გასაუბრების შემდეგ ანი გელოვანის კანდიდატურა ოფიციალურად დაადასტურეს უფროსი კონსულტანტის პოზიციაზე (Senior consultant) და 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყებს მუშაობას.