ENG GEO

Search form

დასაქმების ფორუმი

ოთხშაბათი, November 22, 2017

22 ნოემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში რიგით მერვე დასაქმების ფორუმი ჩატარდება.

ფორუმის ფარგლებში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის, მათ შორის კულინარიის აკადემიის სტუდენტები და კურსდამთავრებულები ქართულ ბაზარზე არსებული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან, რაც სამომავლო თანამშრომლობის წინაპირობა გახდება.

კომპანიების წარმომადგენლები მიმდინარე და სამომავლოდ გამოცხადებული ვაკანსიების შესავსებად ადგილზე გაესაუბრებიან სტუდენტებს და განიხილავენ მათ კანდიდატურებს.

დასაქმების ფორუმში ტრადიციულად 100-მდე კომპანიაა ჩართული.

ფორუმი ჩატარდება კამპუსის ბიბლიოთეკაში - 13:00-დან 17:00 საათამდე.

იხ. ფბ ივენთი.

Send notification via e-mail: