ENG GEO

Search form

აგრარული უნივერსიტეტის ისტორიული მიღწევა

პირველად აგრარული უნივერსიტეტის ისტორიაში - საერთო რეიტინგში აგრუნი მეორეა და აბიტურიენტების მიერ ეროვნულ გამოცდებში მიღებული საშუალო ქულით ყველა დანარჩენ უნივერსიტეტს უსწრებს თავისუფალი უნივერსიტეტის შემდეგ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დღეს გამოქვეყნებული საბოლოო მონაცემების მიხედვით, უნივერსიტეტებს შორის კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტები უპირობო ლიდერები არიან: თავისუფალი უნივერსიტეტი პირველია (ეს უკვე ტრადიციულად) და აგრარული მეორე - საქართველოში არსებულ ყველა უმაღლეს სასწავლებელს შორის!

აგრარული 5 წლის წინ, მანამ, სანამ კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი მრავალმილიონიან ინვესტიციას განახორციელებდა, რეიტინგში 30-ეულს მიღმა იყო.

ცოდნის ფონდმა ქართულ საგანმანათლებლო პროექტებში ჯამში 50 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, დღესაც აგრძელებს ინვესტირებას და შედეგიც სახეზეა.

საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგს უკვე ცოდნის ფონდის უნივერსიტეტები ლიდერობენ!