ENG GEO

Search form

ჩინური მიმართულების სტუდეტის წარმატება

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ჩინური მიმართულების 2017 წლის კურსდამთავრებულმა, გვანცა არაბულმა, კონკურსის შედეგად დაიწყო მუშაობა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო განყოფილებაში 

გვანცამ ჩინური ენის შესწავლა დაიწყო თავისუფალ უნივერსიტეტში, კარგ აკადემიურ მოსწრებასთან ერთად, ის ყოველ წელს გადიოდა HSK-ის ჩინური ენის საერთაშორისო გამოცდაზე და უკვე C1 დონის გამოცდაც ჩააბარა. მესამე კურსის შემდეგ მან ჩინეთის მთავრობის სტიპენდია მოიპოვა და გაიარა ერთწლიანი სტაჟირება ჩინეთში, ნანკინის პედაგოგიურ უნივერსიტეტში. 
 
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინური ენის მიმართულების მეოთხე კურსის  სტუდენტების და კურსდამთავრებულების უმრავლესობა წარმატებულად საქმდება კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში (საქართველოში ჩინეთის და ჩინეთში საქართველოს საელჩოებში, წამყვან უნივერსიტეტებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში და სხვა), რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს ჩინური მიმართულების ხარისხიან სწავლებაზე თავისუფალ უნივერსიტეტში და ჩინური ენის სწავლის პერსპექტივაზე.