ENG GEO

Search form

ფიზიკის სკოლის სტუდენტები საერთაშორისო კონფერენციაზე

ფიზიკის სკოლის სტუდენტები სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრნენ.

ბექა თევდორაშვილი, ლიკა მელაძე, გიორგი წერეთელი და მიშო სოხაშვილი ცოდნის ფონდის დაფინანსებით იტალიის ქალაქ ტურინში დღეს ჩავიდნენ.

სტუდენტებმა საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის უფლება თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის ორგანიზებით ჩატარებულ კახა ბენდუქიძის სახელობის მეოთხე სტუდენტურ კონფერენციაში გამარჯვების შედეგად მიიღეს.

კონფერენცია დღეს დაიწყება და 14 აგვისტოს დამთავრდება.

ფიზიკის სკოლის არსებობის მანძილზე, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაში მუდამ მონაწილეობენ.