ENG GEO

Search form

ფიზიკის სკოლის სტუდენტის, გიორგი ჭანტურიას მორიგი წარმატება

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის საბაკალავრო სკოლის სტუდენტმა გიორგი ჭანტურიამ გამოაქვეყნა სამეცნიერო სტატია, რომელიც შეეხება ძლიერად გადაგვარებულ რელატივისტურ პლაზმაში რამანის არამდგრადობების სრულიად ახალი რეჟიმის დადგენას.
 
კვლევა ჩატარდა ამერიკელი მეცნიერის ს. მაჰაჯანის და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის, ფიზიკის სკოლის დეკანის, ვ. ბერეჟიანის თანამონაწილეობით. ნაშრომი უკვე მიღებულია დასაბეჭდად პრესტიჟულ ამერიკულ ჟურნალში (Physics of Plasmas) და ამავე დროს მისი ნახვა შესაძლებელია სამეცნიერო სტატიების არქივში.
 
აღსანიშნავია, რომ გიორგი პირველი კურსიდან ჩაერთო კვლევით საქმიანობაში და თავისი წინასწარი კვლევის შედეგები ცოდნის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 2015 წლის ფიზიკის სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა. კონფერენცია ჩატარდა ზაგრებში. თავისუფალი უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გიორგის ულოცავს სამეცნიერო მოღვაწეობაში გადადგმულ პირველ და სერიოზულ ნაბიჯს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.