ENG GEO

Search form

Art Weekend - 2017 დასრულდა

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, ტრადიციულად, თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტების ორგანიზებით, გაიმართა ფესტივალი Art Weekend!

9 ივნისს შედგა ფილმის “ნუ მოკლავ ჯაფარას” ჩვენება და საჯარო დისკუსია მის გარშემო, რომელსაც შესავალი ლევან გიგინეიშვილმა გაუკეთა.

10 ივნისს გაიმართა პაატა შამუგიას საჯარო ლექცია თემაზე “ეროტიკა და პოეტიკა,” დავით გაბუნიამ მიმოიხილა “უნდა იყოს თუ არა თანამედროვე ლიტერატურა აქტუალური?” საღამო დასრულდა “კაცების შოუს” წარმოდგენით, ირაკლი კაკაბაძის, დავით ლაბაძისა და გიორგი ჯანელიძის მონაწილეობით. ამდენი წლის მერე ისევ შეიკრა შესანიშნავი ოთხეული.

11 ივნისს მიშა მშვილდაძემ ისაუბრა ტელევიზიებისა და TV-შოუების ძალაზე, მოგვიანებით შედგა შეხვედრა კახა თოლორდავასა და გია ხადურთან, რომლებმაც მიმოიხილეს, თუ “რატომ გვძულს Pink Floyd, ელექტრონული მუსიკა, ანდერგრაუნდი, კინომუსიკა, ფსიქოდელია, პროგრესივი, თავისუფლების მუსიკა, იმპროვიზაცია და სხვა.”

Art Weekend-ი დასრულდა ჯგუფი “არას” სუპერლაივით!

არტ ვიქენდი კიდევ იქნება, თან აუცილებლად