ENG GEO

Search form

აგრარული უნივერსიტეტის განცხადება გიორგი ქებურიას დაკავების შესახებ

აგრარული უნივერსიტეტი ეხმიანება ბიზნესის ადმინისტრირების სკოლის სტუდენტის, გიორგი ქებურიას დაკავებას.

გიორგი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში არასდროს ყოფილა შემჩნეული არაეთიკურ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში. ფაქტი, რომ ის არ მოიხმარს ნარკოტიკს, ექსპერტიზამაც დაადასტურა.

საქმის გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, სამართალდამცველი ორგანოების ქმედებების მიზანმიმართულ მიკერძოებულობაში.

შესაძლოა, გიორგისა და მისი მეგობრის ვიდეოკლიპი საზოგადოებაში არაერთგვაროვან შეფასებებს იწვევდეს, თუმცა რგოლი სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში.

აგრარული უნივერსიტეტი გამოიყენებს ყველა კანონიერ საშუალებას, რომ მხარი დაუჭიროს გიორგი ქებურიას მიმართ პროცესის სამართლიანად წარმართვას.