ENG GEO

Search form

MACS - ის სკოლის პროფესორის ნაშრომი საინჟინერო და ტექნოლოგიური ინსტიტუტის წიგნში

2018 წელს IET-ის ორგანიზებით გამოიცემა წიგნი: „Advances in Mathematical Methods for Electromagnetics“.
 
წიგნის ერთ-ერთი თავი ეძღვნება თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის, ვახტანგ ჯანდიერის მიერ შემუშავებულ მეთოდს. აღნიშნული მეთოდის საშუალებით შესაძლებელია რიცხობრივად სწრაფად და ეფექტურად ჩატარდეს ელექტრომაგნიტური გამოსხივების ანალიზი ცილინდრული ტიპის სტრუქტურებისათვის.
 
აღნიშნული მეთოდი ერთნაიარად ეფექტურად გამოიყენება როგორც ნანოსტრუქტურების ანალიზისათვის, ასევე უფრო დაბალი სიხშირეების შემთხვევაში - მიკრო და მილიმეტრული ზომის სტრუქტურებისათვის.
 
თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, როდესაც სტრუქტურების გეომეტრია საგრძნობლად რთულდება, ეფექტური რიცხვითი მეთოდების შემუშავება ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია ელექტრო და კომპიუტერულ ინჟინერიაში.
 
მეთოდი შემუშავებულია იაპონიის კიუშუს უნივერსიტეტთან ერთობლივი მუშაობის შედეგად.
 
IET (Institution of Engineering and Technology), რომლის ისტორია 1871 წელს იწყება, ყველაზე დიდი საინჟინრო ინსტიტუტია მსოფლიოში. იგი აერთიანებს ინჟინერიის სხვადასხვა დარგების სპეციალისტებს მთელი მსოფლიოდან.