ENG GEO

Search form

თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის კვლევის შედეგები მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო პორტალებზე დიდი განსჯის საგანი გახდა

რამდენიმე დღის წინ თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის პროფესორმა, ზაზა ოსმანოვმა გამოაქვეყნა სტატია დაისონის სფეროს შესახებ.

ჩვენი დროის გამოჩენილი მეცნიერის, ფრიმან დაისონის აზრით, თუ სუპერცივილიზაცია არსებობს, მაშინ ეს ცივილიზაცია ვარსკვლავების გარშემო ენერგიას სუპერკონსტრუქციებით შეაგროვებს.

თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი წერს, რომ უფრო ეფექტური იქნება ეგრეთ წოდებული "პულსარის" გამოყენება, რადგან პულსარი პატარა ვარსკვლავის ნარჩენია და ამავე დროს შეიძლება თანამედროვე მეთოდებით მისი დაკვირვება.

ზაზა ოსმანოვის სტატიას მოყვა უამრავი გამოხმაურება და მის ამ თეორიას მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო პორტალები ციტირებენ.

უფრო მარტივად, საკმარისია გუგლში ამ ორი მეცნიერის გვარები (Osmanov Dyson) ჩავწეროთ, ჩვენ თავად გავხდებით მომსწრეები, რამხელა რეზონანსი გამოიწვია თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის სტატიამ მსოფლიო სამეცნიერო მედიაში.