ENG GEO

Search form

MACS-ის სკოლის სტუდენტი საერთაშორისო სიმპოზიუმზე

თავისუფალი უნივერსიტეტის MACS-ის სკოლის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი გუგა ბურდული მოხსენებით წარსდგა საერთაშორისო სიმპოზიუმზე PIERS'17 (Progress in Electromagnetics Research Symposium).
 
სიმპოზიუმი ყოველწლიურია და თავს უყრის ინჟინერიის კუთხით ელექტრომაგნეტიზმისა და ოპტიკის სფეროში მომუშავე მეცნიერებს.
 
გუგას თემა ეხებოდა ახალი ტიპის ანტენური სისტემების შექმნას, რომელთა სტრუქტურა საინჟინრო თვისებებიდან გამომდინარე საკმაოდ განსხვავდება ყოველდღიურობაში გამოყენებული ანტენური სისტემებისაგან.
 
აღნიშნული სიმპოზიუმი არ არის სტუდენტური თუმცა, მიუხედავად გუგას ასაკისა, გუგამ შეძლო თავი გაერთვა საკმაოდ რთული თემისათვის.
 
თემა შესრულებულია გერმანიისა და იაპონიის უნივერსიტეტებთან ერთად.
 
სიმპოზიუმზე გუგა თემის ხელმძღვანელთან, მაქსის სკოლის პროფესორ, ვახტანგ ჯანდიერთან ერთად იმყოფება.