ENG GEO

Search form

ნიკა გილაურის წიგნის პრეზენტაცია კამპუსში

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა ნიკა გილაურის წიგნის “პრაქტიკული ეკონომიკის” (Practical Economics) პრეზენტაცია.

წიგნი წარდგენილია წლის ბიზნეს წიგნის ნომინაციაზე - Financial Times-ისა და McKinsey-ის ერთობლივ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე. Financial Times და McKinsey გამოავლენენ წლის ყველაზე საინტერესო ნაშრომს, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მსოფლიოში ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით.

“პრაქტიკული ეკონომიკა” 2004-2012 წლებში საქართველოში გატარებულ ყველა იმ რეფორმას აღწერს, რომელმაც საბოლოო ჯამში ქართული ეკონომიკის უმოკლეს პერიოდში ტრანსფორმირება გახადა შესაძლებელი.

წიგნი გამოიცა მსოფლიოში აღიარებული გამომცემლობის Palgrave Macmillan-ის მიერ. გამომცემლობა Palgrave Macmillan სამეცნიერო ლიტერატურის კუთხით მსოფლიოს ტოპ ხუთეულშია ისეთ წამყვანგამომცემლებთან ერთად, როგორიცაა Cambridge University Press, Oxford University Press, Routledge და Princeton University Press.

წიგნს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებისა და მთავრობების მხრიდან, რომლებიც ამ ეტაპზე აქტიურად ახორციელებენ ეკონომიკურ რეფორმებს.

წიგნის პრეზენტაცია მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და ორგანიზაციებში გაიმართა, მათ შორისაა ჰარვარდისადა სტენფორდის უნივერსიტეტები, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ატლანტიკური საბჭო, და სხვა.

პრეზენტაციის ჩანაწერი იხილეთ აქ.