ENG GEO

Search form

ზურა კაკუშაძის ნაშრომის საერთაშორისო აღიარება

თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის, ზურა კაკუშაძის ნაშრომი "101 Formulaic Alphas" ტოპ რეიტინგში ჩამოტვირთვებით მეოთხეადგილზეა. 

ნაშრომი დაახლოებით 1.5 წლის განმავლობაში თითქმის 20,000-მდე მკითხველმა ჩამოტვირთა.

სტატია ბოლო წლების ყველაზე გავლენიან ნაშრომად ითვლება რაოდენობრივ ფინანსებში.

SSRN (Social Science Research Network) არის სოციალური მეცნიერებების მსოფლიოს წამყვანი ელექტრონული არქივი, სადაც განთავსებულია 325 000-ზე მეტი მკვლევარის 700,000 -ე მეტი ნაშრომი 24 სხვადასხვა დისციპლინაში, როგორიცაა: ფინანსები, ანთროპოლოგია და არქეოლოგია, კოგნიტური მეცნიერებები, ეკონომიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებები, პოლიტიკურიმეცნიერებები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, და სხვა.

ვულოცავთ ზურას მიღწეულ წარმატებას!