ENG GEO

Search form

FreeUni Alumni ReUnion - 2017

29 აპრილი კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ისტორიაში დიდი, ძველ მეგობრებთან შეხვედრის დღე იყო - თავისუფალმა უნივერსიტეტმა ყველა თაობის კურსდამთავრებული შეკრიბა.
 
იყო დიდი მოკითხვა, მისალმება, სიტყვით გამოსვლები და სულ ბოლოში, გრანდიოზულიო ფართი კამპუსის ეზოში, ბურგერებით და კარგი მუსიკით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც კურსდამთავრებულთა კედლის გახსნა იყო!
 
დღეიდან, თავისუფალი უნივერსიტეტის ყველა კურსდამთავრებულის სახელი და გვარი სპეციალურ ფირფიტაზე ამოიტვიფრება და კურსდამთავრებულთა კედელზე განთავსდება! პირველები, სწორედ 29 აპრილს მოსულები იყვნენ და ეს ღონისძიება თავისუფალი უნივერსიტეტის ტრადიციად დარჩება.