ENG GEO

Search form

ანა კიკნაძემ გერმანიის ბუნდესთაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია მოიპოვა

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა (2008-2012) ანა კიკნაძემ მოიპოვა გერმანიის ბუნდესთაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (Internationales Parlaments-Stipendium 2017 (IPS), რის საფუძველზეც 5 თვის განმავლობაში იმუშავებს გერმანიის ბუნდესთაგის პარლამენტართან, მმართველი ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის წევრთან (CDU - Christlich Demokratische Union). 

გერმანიის პარლამენტის სტიპენდიის მიღებამდე, ანამ გაიარა სტაჟირება საქართველოს საელჩოში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ასევე მუშაობდა გერმანიის კვლევით-ანალირიკურ ცენტრში SWP (Stuftung Wissenschaft und Politik/ German Institute for International and Security Affairs) აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის განყოფილებაში.