ENG GEO

Search form

ნუცა ბათიაშვილის წიგნი ბრიტანეთსა და ამერიკაში Palgrave Macmillan-ის მიერ გამოიცემა

“ერი წარმოსახვითი საზოგადოება არისო, წერდა ბენედიქტ ანდერსონი, მაგრამ როგორია იმპერიის მიჯნაზე არსებული ერის წარმოსახვა საკუთარ თავზე, იდენტობაზე, წარსულზე, მომავალზე, ბედზე და უბედობაზე, ერთობაზე და გახლეჩილობაზე? ან როგორ შეიძლება უკეთ გვესმოდეს რატომ ხდება ამ წარმოსახვაში პოლიტიკური შინაარსი პოეტური ენის ნაწილი და პირიქით მითიური არსი ძალაუფლების ენის მსაზღვრელი? ამაზეა ჩემი წიგნი - “The Bivocal Nation: Memory and Identity on the Edge of Empire”, რომელსაც მალე გამოსცემს ბრიტანულ-ამერიკული გამომცემლობა Palgrave Macmillan.”

ნუცა ბათიაშვილი ანთროპოლოგია, თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის დეკანი. თავისუფალ უნივერსიტეტში 2010 წლიდან მუშაობს. 2013 წლამდე იყო მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის დეკანი და ამავე პერიოდში აწარმოებდა კვლევას, რომლის საფუძველზეც დაიცვა სადოქტორო ნაშრომი ვაშინგტონის უნივერსიტეტში.

ერთი წლის წინ მან მიიღო აკადემიური მკვლევარის პოზიცია ოქსფორდის უნივერსიტეტის რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრში. ასევე არის ოქსფორდის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასოცირებული მეცნიერი.

მისი წიგნი ინგლისურ ენაზე ერთდროულად გამოიცემა ბრიტანეთსა და ამერიკაში Palgrave Macmillan-ის მიერ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და პრესტიჟული საერთაშორისო გამომცემლობაა.