ENG GEO

Search form

განგრძობადი იურიდიული განათლების მე-5 ეროვნული კონფერენცია

10-11 დეკემბერს თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, ბიზნესის სამართლის განგრძობადი იურიდიული განათლების მე-5 ეროვნული კონფერენცია გაიხნა. კონფერენციის მონაწილეებს სამართლის სკოლის დეკანი - ნათია ხანთაძე, საქართელოს ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარე - ზაზა ხატიაშვილი და ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი - თინათინ ქარსელაძე მიესალმნენ.

კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ - ქეთევან მესხიშვილი, ნუნუ კვანტალიანი, არჩილ გიორგაძე, ლევან ჯანაშია და ლაშა ცერცვაძე. სპიკერებმა ბიზნესის სამართლის სფეროში არსებულ პრობლემატურ და აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს და განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები, მტკიცების პროცესის პრობლემატური საკითხები, სპეციალიზირბებული კომერციული და საგადასახადო პალატის კონცეფცია და ასევე, ფულადი ვალდებულებების შესრულების პრობლემური მხარეები.

კონფერენციის მეორე დღეს სპიკერებმა - ზურაბ ნიკვაშვილმა, თამთა ივანიშვილმა, ნიკოლოზ გოგილიძემ, გიორგი ცერცვაძემ და გიორგი სვანაძემ მოხსენებები გააკეთეს და იმსჯლებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა მოგების გადასახადის რეფორმა, ადმინისტრაციული დისკრეციის გამოყენების წესი და ფარგლები, სამართლებრივი დაცვის საშუალებები კონკურენციის სამართალში და ფრენშაიზინგის ხელშეკრულებები, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებულ კანონმდებლობაში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, დაბოლოს, საერთაშორისო ბიზნეს ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი დავების საქართველოს სასამართლოებში წარმართვა და უცხო ქვეყნის სასამათლოთა გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულება.