ENG GEO

Search form

MNS-ის მაგისტრანტმა საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ერთობლივი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტმა ნანა ხუსკივაძემ რუსთაველის სამეცნოერო ფონდის გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმაჯრვა!

პროექტის სახელწოდებაა - "მიკროორგანიზმებისა და ბიოლოგიური წარმოშობის ზედაპირულად აქტიური ნაერთების გამოყენებით ჟელატინით დაზიანებული ხელოვნების ნიმუშების წმენდის ახალი მეთოდების შემუშავება".

ხელოვნების ნიმუშების რესტავრაცია-კონსერვაციის აქატუალური საკითხია მათი წმენდა. თანამედროვეობაში წმენდის ტრადიციული მეთოდები, რომლებიც ძირითადად ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენებას გულისხმობს, იცვლება ახალი, ეკოლოგიურად უვნებელი მეთოდებით, რომლის დროსაც წმენდა მიიღწევა ბიოსუფრაქტანტებისა და მიკროორგანიზმების აქტივობის მეშვეობით.

თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, კვლევის მიზანია მიკროორგანზმებისა და ბიოლოგიური წარმოშობის ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების (ბიოსუფრაქტანტი) გამოყენებით ჟელატინით დაზიანებული ხელოვნების ნიმუშების წმენდის ახალი მეთოდის შემუშავება. კვლევა განხორციელდება ლიხაურის ღვთსმშობლის ეკლესიის ჩამოხსნილი კედლის მხატვრობის მაგალითზე, თუმცა ამ შემთხვევის გარდა ქართული კულტურული მემკვიდრეობის ბევრ ნიმუშს აქვს იგივე დაზიანება და მათი რესტავარაცია-გაწმენდა კვლავ პრობლემას წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ პროექტის ფარგლებში შესაძლებელი იქნება არსებული პრობლემის გადაწყვეტის მეთოდის შემუშავება.

კვლევა განხორციელდება შემდეგი კომპონენტების მიხედვით: 
• შეირჩევა ჟელატინის დეგრადაციის მაღალი უნარის მქონე მიკროორგანიზმები, როგორც დაზიანებული ხელოვნების ნიმუშების მიკროფლორიდან, ასევე საკოლექციო შტამებიდან; 
• შეისწავლება შერჩეული მიკროორგანიზმების და ბიოსუფრაქტანტის მიერ ჟელატინის დეგრადაციის პროცესი და მათ გავლენა მხატვრობაში გამოყენებულ მასალებზე. 
• მოდელური ტესტების დროს მიღებული შედეგების მიხედვით შემუშავდება ახალი მეთოდი და შესაბამისი პროტოკოლი.

კვლევა განხორციელდება აგრარული უნივერსიტეტის წყლის მიკრობიოლოგიის ლაბორატორიაში.

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი იქნება აგრარული უნივერსიტეტის პროფსორი, კახა დიდებულიძე.