ENG GEO

Search form

ალექსანდრე ქართველის გამოფენა კამპუსში

პარასკევი, December 9, 2016
9 დეკემბერს 12:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მუზეუმში ალექსანდრე ქართველის გამოფენა გაიხსნება.
 
გამოფენა წარმოაჩენს ალექსანდრე ქართველის არაჩვეულებრივ ცხოვრებას და მემკვიდრეობას, რომელიც მან დაგვიტოვა სამხედრო ავია ინჟინერიაში მეცნიერული მიღწევების სახით.
 
ალექსანდრე ქართველს ეკუთვნის ისეთი უმნიშვნელოვანესი ხომალდების დიზაინი, როგორიცაა P-47 Thunderbolt (გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ), F-84 (გამოიყენებოდა კორეის ომში და შემდგომ „ნატოს“ ძალების მიერ) და F-105 (გამოიყენებოდა ვიეტნამის ომში). ალექსანდრე ქართველის გამოგონებებს შორის უმნიშვნელოვანესია A-10 “Warthog”-ის დიზაინი, რომელიც დღემდე გამოიყენება აშშ-ს საავიაციო ძალების მიერ და უკვე მეხუთე ათწლეულია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საავიაციო მხარდაჭერაში. ქართველმა შეიტანა მნიშვნელოვანი კონტრიბუცია აეროდინამიკაში ბგერის სიჩქარის განვითარებისათვის დიზაინის და ტექნოლოგიის შექმნაში, აგრეთვე კოსმოსურ ფრენაში.
 
გამოფენა ალექსანდრე ქართველის ასოციაციის ხელშეწყობით იხსნება.
 
ვებ-გვერდი: www.alexanderkartveli.com
Send notification via e-mail: