ENG GEO

Search form

პირველი ქართული სამეცნიერო ჟურნალი ელსევიერის სივრცეში

ხუთშაბათი, November 17, 2016

17 ნოემბერს, 16:00 სთ-ზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საჯარო-საინფორმაციო პრეზენტაცია, თემაზე: „პირველი ქართული სამეცნიერო ჟურნალი ელსევიერის სივრცეში“.  

"ელსევიერის" უმსხვილესი სამეცნიერო ელექტრონული გამომცემლობისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ კონკურსის საფუძველზე საქართველოში არსებულ სამეცნიერო ჟურნალებს შორის ელსევიერის ბაზაში განსათავსებლად შეირჩა ორი ქართული ჟურნალი: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის „აგრარულ მეცნიერებათა მაცნე“ და თსუ-ს “ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის შრომები“. 

ეს არის პირველი შემთხვევა როცა ქართული სამეცნიერო ჟურნალი მოხვდა მსოფლიოს უმსხვილეს სამეცნიერო ელექტრონულ გამომცემლობში. 

პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.