ENG GEO

Search form

კახა ბენდუქიძის როლი თავისუფალი ვაჭრობის იდეის განხორციელებაში

ოთხშაბათი, November 16, 2016

16 ნოემბერს 19:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება დისკუსია - კახა ბენდუქიძის როლი თავისუფალი ვაჭრობის იდეის განხორცილელებაში.

დისკუსანტები - თამუნა კოვზირიძე და ვატო ლეჟავა.

საქართველოს მრავალ ქვეყანასთან, ასევე, ევროკავშირთან აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი. ამ მიდგომისა განვითარებაში და ამ შედეგის მიღწევაში კახა ბენდუქიძის წვლილი უმნიშვნელოვანესი იყო.

პრეზენტაციაზე საუბარი იქნება სწორედ კახას ბენდუქიძის როლზე, იმ პერიპეტიებზე, გარემოებებზე, იდეათა ჭიდილზე და დიპლომატიურ "თავგადასავლებზე", რომლებიც ამ იდეის დამკვიდრებასთან იყო დაკავშირებული და რომელთა ცენტრში კახა ბენდუქიძე და მისი ხედვა იყო.

ასევე, პრეზენტირებული იქნება ახლად გამოცემული წიგნი Deepening EU-Georgian Relations What, Why and How? - ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავება: რა, რატომ და როგორ? - რომლის ქართველი ავტორებები კახა ბენდუქუძის თანამოაზრეები არიან.

წიგნში განხილულია საქართველოსა და ევროკავშირს და მის 28 წევრ სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, ასოცირების შეთანხმება და მისი განუყოფელი ნაწილი - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA). პუბლიკაციაში განმარტებულია, თუ რას გულისხმობს შეთანხმების თითოეული თავი, როგორც იმ ვალდებულებების თვალსაზრისით, რომლებიც შეთანხმების მხარეებმა იკისრეს, ასევე, ამ ვალდებულებების განხორციელების პერსპექტივის თვალსაზრისითაც.