ENG GEO

Search form

სოფო უგლავა აშშ-დან

სოფო უგლავა

თავისუფალ უნივერსიტეტში მეოთხე კურსზე ერთ-ერთმა ამერიკელმა ლექტორმა მირჩია Hult International Business School-ში ჩაბარება. ასე გავიგე ამ უნივერსიტეტის შესახებ, რომელიც ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა რეიტინგებში უკვე წამყვან პოზიციებს იკავებს. შემდეგ გავგზავნე საბუთები საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტზე, სადაც მიმიღეს და გადასახადის დიდი ნაწილი დამიფინანსეს.

უკვე მეორე სემესტრია რაც ბოსტონში ვარ. ქალაქი ძალიან მომწონს, ლამაზი, მშვიდი და უსაფრთხოა. ჩემი მაგისტრატურა ერთწლიანია, ამიტომ ძალიან დატვირთული ვარ. ძირითადად ჩამოსვლის პირველ დღეებში დავათვალიერე ღირშესანიშნაობები. უნივერსიტეტში უკვე მუშაობაც დავიწყე და პირველი ამერიკული ხელფასიც ავიღე, რაც ძირითადად წიგნებში დავხარჯე.

ამერიკულ განათლების სისტემასთან შეგუება ჩემთვის მარტივი იყო, რადგან იგი ბევრი რაღაცით ჰგავს თავისუფალი უნივერსიტეტისას. მაგალითად, ჰალტში სწავლის მთავარი წყარო არის ქეისების განხილვა. ამ ტიპის დავალებები ხშირად გვქონდა თავისუფალ უნივერსიტეტშიც, სადაც ჰარვარდის ქეისებს ინტენსიურად ვიყენებდით.

მთავარი პრობლემა რაც მაქვს, არის ამინდი. აქ ზამთრის ნორმალური ტემპერატურა -5/-6˚C ია, რაც უკვე ძალიან მაწუხებს. იმედია ნელ-ნელა შევეჩვევი თოვლს და სუსხს.

ამერიკული ცხოვრება ძალიან მომწონს. ხალხი ძალიან თავაზიანი და თბილია. გავიცანი ადამიანები მთელი მსოფლიოდან. მარტო ჩემს ჯგუფში 25 ქვეყნიდან არიან. შევიძინე უსაყვარლესი მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.

უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ცოტა ადამიანი ვნახე, ვისაც საქართველოზე არაფერი სმენია. უმეტესობამ კარგად იცის ჩვენზე და თბილად მოიხსენიებს ქართველებს. ერთმა ლექტორმა მითხრა, რომ მისი დაკვირვებით ქართველები ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ.

აქ შრომისმოყვარეობაც ავტომატურად იგულისხმება, რადგან ძნელად წარმოუდგენიათ ზარმაცი ადამიანი.

სოფომ დაამთავრე თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლა. ამჟამად სწავლობს აშშ-ში, Hult International Business School-ის სამაგისტრო პროგრამაზე.