ENG GEO

Search form

გადახდისუუნარობის კანონმდებლობის რეფორმირების საჭიროება და არსებული სისტემის ნაკლოვანებები

პარასკევი, ივნისი 17, 2016

17 ივნისს 18:00 საათზე კამპუსი უმასპინძლებს საჯარო ლექციას - გადახდისუუნარობის კანონმდებლობის რეფორმირების საჭიროება და არსებული სისტემის ნაკლოვანებები.

 

საქართველოს გადახდისუუნარობის სისტემა დაუხვეწავია და ბევრად ჩამორჩება თანამედროვე სტანდარტებს. ეს გარემოება დადასტურებული და აღიარებულია იმ საერთაშორისო თუ ადგილობრივი ექსპერტების მიერ, რომლებიც ამ თემატიკაზე მუშაობენ. თუმცა, ნაკლოვანი კანონმდებლობით გამოწვეული სირთულეები და ხშირად კურიოზული შემთხვევებიც კი მეტწილად ვიწრო პროფესიული წრის განსჯადი და ფართო საზოგადოებისათვის უცნობი რჩება. ამ საჯარო ლექციის მიზანია განიხილოს და დამსწრე საზოგადოებასთან ერთად იმსჯელოს პრატიკაში წარმოქმნილ სირთულეებზე, რაც აბრკოლებს ბიზნესის განვითარებას და ცხადყოფს სისტემის რეფორმირების აუცილებლობას.

 

მომხსენებლები:

 

ნანა ამისულაშვილი - იურიდიული ფირმა VBAT, პარტნიორი

 

თამთა ივანიშვილი - იურიდიული ფირმა BLC, უფროსი იურისტი

 

საჯარო ლექცია გაიმართება 17 ივნისს, 18:00 საათზე, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, აუდიტორია # 321 (მისამართი: კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #240).

 

საჯარო ლექციაზე დასწრება თავისუფალია. წინასწარი რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

 

საჯარო ლექცია ტარდება „გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმის ადვოკატირების კამპანიის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) მხარდაჭერით.