ENG GEO

Search form

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის (საერთაშორისო ურთიეთობების სკოლა) სტუდენტები ვენაში

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტთა 5 კაციანი ჯგუფი ავსტრიიდან დაბრუნდა.

სტუდენტები ვენაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აკადემიურ მოდელირებაში მონაწილეობდნენ, რომელიც გაეროს ვენის ოფისსა (UNOV) და ვენის უნივერსიტეტში გაიმართა.

მთავარი თემა იყო ტრეფიკინგის აღმოფხვრა.

მოდელირებაში მონაწილეობის მიღების შემდეგ გიორგი მელაშვილი, რეზი თოფურია, შაკო ჩხეიძე, ქეთი ხუციშვილი და ელენე ხოშტარია ვენის დიპლომატიური აკადემიის პრეზიდენტს ჰანს ვინკლერს შეხვდნენ.

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები ასევე გაეცნენ ავსტრიის ფედერალური მთავრობის მუშაობას.

სტუდენტების მოდელირებაში მონაწილეობა ცოდნის ფონდმა დააფინანსა.