თინათინ ინაური სწავლას ნიდერლანდებში, სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს.
12 აგვისტო 2025
თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული, თინათინ ინაური, სწავლას ნიდერლანდებში, ლეიდენის უნივერსიტეტში, პოლიტიკის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს.
მან ლეიდენის უნივერსიტეტისაგან სწავლის სრული დაფინანსება და სტიპენდია მოიპოვა. ამ სტიპენდიას (CEU Praesidium Libertatis Scholarship) წელიწადში მხოლოდ ერთი გამარჯვებული ჰყავს.
თინათინმა მიმდინარე სასწავლო წელს მაგისტრის პირველი ხარისხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტისგან (CEU) მიიღო. მისი აკადემიური ინტერესები დემოკრატიასა და დემოკრატიულ უკუსვლას, ავტორიტარული რეჟიმებისა და არალიბერალური იდეოლოგიებისა და პრაქტიკების კვლევას მოიცავს.
მან სწავლის გასაგრძელებლად მოწვევა King's College London-დანაც მიიღო, თუმცა არჩევანი ლეიდენზე შეაჩერა.

მსგავსი სიახლეები

31 მაისი 2023
ანა რურუა ვენაში, Central European University - CEU-ში სწავლობს

14 აპრილი 2023
ელენე რამინაშვილი სწავლას ბრიუგეში, College of Europe-ში აგრძელებს

07 ივნისი 2023
ირაკლი მაჭარაშვილი სწავლას University of Missouri-ში გააგრძელებს

10 აპრილი 2023
თათა ჯაღიაშვილი The New School-ში სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს სწავლას

23 ივნისი 2023