GE

ლუკა ხუნდაძე სწავლას Birkbeck, University of London-ში აგრძელებს

20 აგვისტო 2025

მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების პროგრამის კურსდამთავრებული ლუკა ხუნდაძე სწავლას Birkbeck, University of London-ში Entrepreneurship and Innovation-ის სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს.

ლუკამ მოიპოვა Chevening Scholarship, რომლითაც სრულად არის დაფინანსებული მისი სწავლისა და ცხოვრების ხარჯები.

ლუკას მიერ შერჩეული პროგრამა, თავისი შინაარსით, მოიცავს ინოვაციების მენეჯმენტის ყველა მნიშვნელოვან ეტაპს: პრობლემის აღმოჩენისა და განსაზღვრის მეთოდებს, გუნდის ფორმირების მიდგომებს, ბიზნეს-მოდელის შექმნას, მარკეტინგულ ანალიტიკასა და ცოდნის მენეჯმენტს. ეს კი სრულად შეესაბამება ლუკას ინტერესებს მეწარმეობისა და მარკეტინგის მიმართულებით, აგრეთვე მის ახლანდელ საქმიანობასაც. ლუკა არის თანადამფუძნებელი ციფრული სარეკლამო სააგენტო Quick-ის.

Ლუკა Ხუნდაძე