GE

ლიზი შტააძე სწავლას აგრძელებს ორწლიან, ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე

26 იანვარი 2026

მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ლიზი შტააძე სწავლას აგრძელებს ორწლიან, ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე Research and Innovation in Higher Education-ის მიმართულებით.

მან Erasmus Mundus-ის სრული დაფინანსება მოიპოვა, რომლითაც დაფინანსებულია მისი როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯები.

ლიზი სწავლას დაიწყებს ავსტრიაში, University for Continuing Education Krems-ში, შემდეგ კი ფინეთში, University of Tampere-ში გააგრძელებს, სწავლის მესამე სემესტრს ჩინეთში, Beijing Normal University-ში ან ინდოეთში, Thapar Institute of Engineering and Technology-ში გაატარებს. ლიზი გეგმავს, რომ ბოლო სემესტრი გაიაროს გერმანიაში, Osnabrück University-ში.

Ლიზი Შტააძე