GE

გიორგი ბერიშვილი სწავლას აგრძელებს აშშ-ში, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე

28 ნოემბერი 2025

ბიზნესის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი გიორგი ბერიშვილი სწავლას აგრძელებს აშშ-ში, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის საკორპორაციო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე (LL.M in Corporation Law).

გიორგიმ მოიპოვა Dean’s Merit-Based Scholarship უნივერსიტეტისგან და აგრეთვე განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდია.

გიორგიმ მოწვევა მიიღო ასევე UC Berkeley-დან, University of California-დან, Northwestern University-დან და Leiden University-დან, თუმცა საბოლოოდ არჩევანი გააკეთა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროგრამაზე, რადგან იგი მოიცავს კორპორაციების ზოგად კურსს, ასევე ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობას. გარდა ამისა, აქვს შესაძლებლობა გავიდეს ნიუ-იორკის შტატის საადვოკატო გამოცდაზეც პროგრამის დასრულების შემდგომ.

Giorgi Berisvili