დავით ჭეიშვილი Yale University-ში აგრძელებს სწავლას

29 სექტემბერი 2023

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული დავით ჭეიშვილი სწავლას აგრძელებს აშშ-ში, Yale University-ის მენეჯმენტის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე.

დავითმა მიიღო იელის უნივერსიტეტის 40%-იანი დაფინანსება (Dean's Scholarship).

დავითი საკონსულტაციო კომპანიების საქმიანობითაა დაინტერესებული და სამომავლოდ გეგმავს ამ მიმართულებით კარიერის გაგრძელებას სტრატეგიულ ნაწილში. მსოფლიოს წამყვანი საკონსულტაციო კომპანიების ერთ-ერთი სამიზნე სკოლა იელის უნივერსიტეტია და აქტიურად ასაქმებენ მის კურსდამთავრებულებს. სწორედ ამიტომ დავითმა გადაწყვიტა იელის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება.

Დავით Ჭეიშვილი Yale University Ში Აგრძელებს Სწავლას