ადამიანის უფლებათა სამართლის შეჯიბრის მოსამზადებელი ტრენინგი ჩატარდა
17 ნოემბერი 2023
12 ნოემბერს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ჩატარდა ტრენინგი, რომელიც წარმოადგენს ადამიანის უფლებათა სამართლის შეჯიბრის მოსამზადებელ ეტაპს.
შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გაიარა 46-მა გუნდმა, საქართველოს 9 უნივერსიტეტიდან. წერილობითი დავალება წარადგინა 19-მა მათგანმა, რომელთა შეფასების შედეგად შეირჩა 8 ძირითადი და 1 სათადარიგო გუნდი საქართველოს 4 უნივერსიტეტიდან.
ტრენინგი უძღვებოდა გიორგი ბერაია - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. ტრენინგის თემატიკა იყო საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება.
ტრენინგის მსვლელობისას გიორგი ბერაიამ სტუდენტებს გააცნო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები და პრაქტიკა აღნიშნულ უფლებასთან მიმართებაში, ისაუბრა უფლების შეზღუდვის სამართლებრივ საფუძვლებზე და უპასუხა ტრენინგის მონაწილე სტუდენტების დასმულ შეკითხვებს.
ადამიანის უფლებათა სამართლის შეჯიბრი გაიმართება 18 და 19 ნოემბერს.



მსგავსი სიახლეები

21 ივლისი 2023
თამუნა ქოჩაკიძე ლონდონში KPMG-ში მუშაობს

31 ივლისი 2023
თინათინ თინიკაშვილი სწავლას University of Virginia-ს სამართლის სკოლაში აგრძელებს

04 ივლისი 2022
თამარ ჯიქია სწავლას Columbia University-ში აგრძელებს

09 აგვისტო 2023
მარიამ მოსეშვილი სწავლას Duke University-ში აგრძელებს

04 ივლისი 2023