ENG GEO

Search form

სიახლეები

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და ფრიკის ინსტიტუტის (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა) კორეული მიმართულების მესამე კურსელებმა კავკასიის რეგიონში კორეული ენის კონკურსში გაიმარჯვეს: პირველ ადგილზე ნინო ბუკია გავიდა, ხოლო მეორეზე მარიამ გოგიშვილი. გამარჯვებულები სასწავლებლად კორეაში გაემგზავრებიან. ასევე პირველ ადგილზე გასული ნინო ბუკია თურქეთის დედაქალაქში, ანკარაში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს კორეული ენის საერთაშორისო კონკურსში.
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის, პროფესორმა შტეფან ვან ვაზენმა (Stefan van Waasen) წაიკითხა ლექციათა კურსი. ლექციათა კურსის თემა იყო: "გაზომვები და სენსორული სისტემები". შტეფან ვან ვაზენი (Stefan van Waasen) არის იულიხის კვლევითი ცენტრის ინჟინერიის ცენტრალური ინსტიტუტის (ელექტრონიკისა და ანალიტიკის) დირექტორი და გერმანიის დუისბუგ-ესენ უნივერსიტეტის პროფესორი (Duisburg-Essen University).
ჩინეთის საელჩოსა და თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ერთობლივი ძალისხმევით, ჩინეთის ხელისუფლებამ თავისუფალი უნივერსიტეტის ოთხ სტუდენტს გამოუყო ჩინეთის სახელისუფლებო სტიპენდია (სრული დაფინანასებით). ასევე, ერთი სტუდენტი თიენძინის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით გაივლის სტაჟირებას. ამის გარდა, დამატებით 4 სტუდენტი გაემგზავრება განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად. ჩინეთში სწავლას სულ გააგრძელებს თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ჩინური მიმართულების 9 სტუდენტი: ნუნუ აბუაშვილი, მერი ბერიძე, ნათია ხარხელი, გუგა კალანდაძე, მანანა გიგანი, შოთა გაფრინდაშვილი, ანანო კენჭოშვილი, დავით კოხია, ლილი მოწონელიძე.
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტმა, ანა ჯაბაურმა მიიღო სტიპენდია და სწავლის სრული დაფინანსება ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის შედარებით საკონსტიტუციო სამართლის სამაგისტრო კურსზე. ანა 2017 წლის სექტმებრიდან სწავლას უნგრეთში, ბუდაპეშტში გააგრძელებს.
ფიზიკის სკოლის პირველკურსელი გენადი შამუგია ზაფხულიდან სწავლას აშშ-ში, United States Naval Academy-ში გააგრძელებს. მგზავრობის, სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად ამერიკული მხარე აბაზღაურებს. გენადი 4 წლიან საბაკალავრო პროგრამაზე ისწავლის და მისი მიმართულება სამხედრო ავიაინჟინერიაა. სტიპენდიისა და სწავლების უფლების მოსაპოვებლად გენადიმ საკმაოდ რთული კონკურსი გაიარა. უნივერსიტეტი ამ სპეციალობით ყოველწლიურად მხოლოდ 15 არაამერიკელს იღებს.
29 აპრილი კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ისტორიაში დიდი, ძველ მეგობრებთან შეხვედრის დღე იყო - თავისუფალმა უნივერსიტეტმა ყველა თაობის კურსდამთავრებული შეკრიბა. იყო დიდი მოკითხვა, მისალმება, სიტყვით გამოსვლები და სულ ბოლოში, გრანდიოზულიო ფართი კამპუსის ეზოში, ბურგერებით და კარგი მუსიკით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც კურსდამთავრებულთა კედლის გახსნა იყო! დღეიდან, თავისუფალი უნივერსიტეტის ყველა კურსდამთავრებულის სახელი და გვარი სპეციალურ ფირფიტაზე ამოიტვიფრება და კურსდამთავრებულთა კედელზე განთავსდება! პირველები, სწორედ 29 აპრილს მოსულები იყვნენ და ეს ღონისძიება თავისუფალი უნივერსიტეტის ტრადიციად დარჩება.
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული და აშშ-ს იოვას მეცნიერებებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის სკოლის სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამის სტუდენტი, საბა შარიქაძე, წლის საუკეთესო ასისტენტად აღიარეს. საბა სწავლის პარალელურად პროფესორის ასისტენტად მუშაობს და სტუდენტებს ლექციებს უკითხავს. საბა საუკეთესოდ გამოკითხულ სტუდენტთა შედეგებზე დაყრნდობით გამოვლინდა. აშშ-ში წასვლამდე საბა შარიქაძემ GRE ტესტში 970 ქულა აიღო, რაც საკმაოდ მაღალ შედეგად ითვლება. საბას ჯგუფი თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის პირველი გამოშვებაა.
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის მეორე კურსის სტუდენტმა, გიორგი არსენაძემ შთამბეჭდავი თეორიული კვლევა განახორციელა ასტროფიზიკის დარგში. ის ბაკალავრიატში სწავლის საწყის ეტაპზევე ჩაერთო კვლევით საქმიანობაში, შეისწავლა რელატივისტური ნაწილაკების დინამიკა ჭიის ხვრელში (Wormhole) მოძრაობისას და მათი გავლენის სფეროდან გამოსვლის ფიზიკური პირობები. სამეცნიერო კვლევა გაიგზავნა საერთაშორისო მაღალ იმპაქტ ფაქტორიან ჟურნალში (International Journal of Modern Physics D) და განთავსდა სამეცნიერო სტატიების არქივში. თავისუფალი უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გიორგი არსენაძეს ულოცავს სამეცნიერო ასპარეზზე გადადგმულ ამ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.
კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში, კამპუსში, გაიმართა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროფესორის, ევროკავშირის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელის მოლდოვაში, უნგრეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკის ყოფილი თავმჯდომარის, კალმან მიზეის საჯარო დისკუსია "კახა ბენდუქიძის რეფორმები ​და პოსტ-საბჭოთა სივრცე, უკრაინისა და მოლდოვას მაგალითები."

გვერდები