ENG GEO

Search form

სიახლეები

8 დეკემბერს ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს ოფისმა, ადამიანის უფლებათა სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში, კვლევის პრეზენტაციას უმასპინძლა. პრეზენტაციის დროს მომხსენებლებმა, თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა, დავით სულაქველიძემ და ასისტენტ პროფესორმა/ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის აკადემიურმა დირექტორმა, თამარ თომაშვილმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს სისხლის სამართლის პროცესის მიხედვით საქართველოში პირის დაკავების სტანდარტებისა და პრაქტიკის კვლევის შედეგები გააცნეს.
7 დეკემბერს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისში პროგრამის ოფიცერმა/თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა, ბესარიონ ბოხაშვილმა ადამიანის უფლებათა სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლასა და ადამიანის უფლებათა ზედამხედველობის ორგანოების მიერ გაკეთებულ კომპრომისებს შეეხებოდა. მომხსენებელმა განიხილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ გამოტანილი კომპრომისული გადაწყვეტილებები. აღნიშნული გადაწყვეტილებები ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით შეფასდა. სპიკერმა იმსჯელა, თუ როგორ განმარტავენ ზედამხედველობის ორგანოები სახელმწიფოს ვალდებულებებს ტეორიზმთან ბრძოლის ფარგლებში და რამდენად უზრუნველყოფს არსებული პრაქტიკა პირთა უფლებების ეფექტურ დაცვას. საჯარო ლექციის დასასრულს, საკითხით დაინტერესებულ საზოგადოებას თემის ირგვლივ დისკუსიის საშუალება მიეცა.
8 დეკემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის რიგით მეექვსე დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ფორუმს უპრეცენდენტოდ ბევრი, 80-ზე მეტი პოტენციური დამსაქმებელი კომპანია ესწრებოდა! ორგანიზაციების წარმომადგენლები მიმდინარე თუ სამომავლოდ გამოცხადებული ვაკანსიების შესავსებად ადგილზე გაესაუბრნენ სტუდენტებს და განიხილეს მათი კანდიდატურები. ღონისძიების დაწყებამდე გამოვლინდნენ ის კომპანიები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს თავისუფალი და აგრარული სტუდენტების დასაქმებასა და განვითარებაში. წლის გამორჩეული დამსაქმებლის ტიტული მიენიჭა KPMG Georgia-ს, ხოლო Frixx, Singular, TeraBank, ლომისი, და Adjara Group დაჯილდოვდნენ სტუდენტების დასაქმებაში ხელშეწყობისთვის. დასაქმების ფორუმი ტარდება წელიწადში 2-ჯერ, შემოდგომასა და გაზაფხულზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში სპეციალურად თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის.
მეცნიერებათა აკადემიამ წლის გამორჩეული მეცნიერის სტატუსით თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის პროფესორი ზაზა ოსმანოვი და აგრარული უნივერსიტეტის მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის, მცენარეებიისა და ცხოველების გენომიკის ლაბორატორიის პროფესორი ია ფიფია დააჯილდოვა. ვულოცავთ მეცნიერებს წარმატებას!
5 დეკემბერს თბილისის მედიათეკების გაერთიანების ვაკის ფილიალმა ადამიანის უფლებათა სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის გახსნას უმასპინძლა. კვირეული გახსნეს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა, ნათია ხანთაძემ, პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI-PROLoG) ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ, სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ხელმძღვანელმა, ვლადიმერ შკოლნიკოვმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა/ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრმა, ქეთევან ერემაძემ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ/ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, კონსტანტინე ვარძელაშვილმა, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დეკანმა, ანა ფირცხალაშვილმა, თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა, დავით ზედელაშვილმა და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა, მალხაზ ბეგიაშვილმა. მისასალმებელი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, დამსწრე საზოგადოებამ თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საჯარო დისკუსია „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საერთო სასამართლოების აქტების კონსტიტუციურობის კონტროლისა და საკუთარი გადაწყვეტილებებისთვის რეტროაქტიული ეფექტის მინიჭების კონსტიტუციურობა" მოისმინა. მოხსენებების დასასრულს, სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და სფეროთი დაინტერესებულ პირებს, დისკუსიის ფორმატიდან გამომდინარე, კითხვების დასმისა და მსჯელობის საშუალება მიეცათ.
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა არაბული ქვეყნებისა და ისლამური სამყაროს შემსწავლელი ცენტრის მიერ ორგანიზებული კონფერენცია: კულტურათა თანაარსებობა და ურთიერთგავლენები - დიალოგის როლი თანამედროვე გამოწვევების ფონზე. კონფერენცია ეძღვნებოდა აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის 25 წლის იუბილეს.
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის ორმა პროფესორმა, სკოლის დეკანმა ვაჟა ბერეჟიანმა და ამავე სკოლის კოორდინატორმა ზაზა ოსმანოვმა გაიმარჯვეს შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში „უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევა“. პროექტის ძირითადი პერსონალი შედგება ოთხი მკვლევარისგან. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი არის პოლონეთის ზელონა გორას უნივერსიტეტის პრორექტორი მეცნიერების და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში, პროფესორი გიორგი მელიქიძე, ხელმძღვანელი საქართველოს მხრიდან - ზაზა ოსმანოვი, პროექტის მენეჯერი - ვაჟა ბერეჟიანი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის და აგრარული უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ლადო ლაბაძე.
შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ 2016 წლის გამოყენებითი კვლევების კონკურსში აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების მეცნიერების 7-მა პროექტმა გაიმარჯვა და ჯამში გრანტის კომპონენტი დაახ. 1 600 000 ლარს შეადგენს. გამარჯვებული პროექტებიდან, 5 აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერების წარდგენილია, ხოლო 2 თავისუფალის. აგრარული უნივერსიტეტის ჯამური გრანტის გომპონენტი 1 148 199 ლარს შეადგენს, ხოლო თავისუფალი უნივერსიტეტის 450 000 ლარს, რაც ჯამურად შარშანდელთან თითქმის ოთხჯერ მეტია, ხოლო შარშანწინდელთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტი. 2015 წლის მონაცემებით ანალოგიურ კონკურსში გრანტის კომპონენტი 428 690 ლარი, ხოლო 2014 წელს 857 447 ლარი იყო. ამ ტიპის (გამოყენებითი) გრანტების წლევანდელი მოცულობა უპრეცენდენტოა. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ულოცავს მეცნიერებს და მადლობას უხდის გაწეული წარმატებული სამუშაოსთვის.
სახელმძვანელოს ავტორია აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის კურსდამთავრებული, პეკინის უნივერსიტეტის ლექტორი ნატალია მაისურაძე, თანაავტორი - პეკინის უნივერსიტეტის ლექტორი ტან ჟუნჟუნი.

გვერდები