ENG GEO

Search form

სიახლეები

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის და „მომავალ დიპლომატთა კლუბის“ ორგანიზებით კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „დასავლეთი დასავლეთია, აღმოსავლეთი კი აღმოსავლეთი.“ კონფერენცია მიეძღვნა აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის დაარსებიდან 25-ე წლისთავს. თანამონაწილეობდნენ: ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, კატარის საელჩო საქართველოში, იაპონიის საელჩო საქართველოში, ჩინეთის საელჩო საქართველოში, კორეის საელჩო საქართველოში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში, საინვესტიციო კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი", ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი.
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს ცოდნის ფონდის დირექტორმა, ანასტასია ბენდუქიძემ, პრორექტორებმა - მარინა ქარჩავამ და ნათია სამუშიამ და რექტორმა - ვახტანგ ლეჟავამ. ცერემონიის მოწვეული სპიკერი სცენატისტი ქეთი დევდარიანი იყო. 2016 წელს თავისუფალი უნივერსიტეტი 150-მა ბაკალავრმა და 45-მა მაგისტრანტმა დაამთავრა.
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ბიბლიოთეკაში კომპანია JTI CAUCASUS-მა დააჯილდოვა კონკურსის შედეგად გამარჯვებული თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ორი სტუდენტი: ნინო გვაზავა და გიორგი კობიაშვილი. ნინოს გაზაფხულის სემესტრში სწავლა დაუფინანსდა 100%-ით, ხოლო გიორგის - 50%-ით.
კნიკი - თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების დაარსებული სტარტაპი 2016 წლის Seed Forum-ის გამარჯვებული გახდა. ფორუმი 14 დეკემბერს ნორვეგიის საგარეო საქმეთასამინისტროს მხარდაჭერით აიჰაბ თბილისში ჩატარდა. პროექტის "Seed Forum"-ის ფარგლებში კნიკის დამფუძნებლებს საშუალება ექნებათ მაისის თვეში ოსლოში, ნორვეგიაში გაიარონ ტრენინგები და წარდგნენ საკუთარი იდეითინვესტორების წინაშე, რათა მოიპოვონ დამატებითი დაფინანსება პროდუქტის დასახვეწად და შეიძინონ ახალი კონტაქტები.
თავისუფალი უნივერსირსიტეტის ჩინეთმცოდნეობის პროფესორს მარინე ჯიბლაძეს მიენიჭა პეკინის ენებისა და კულტურის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორის (Visiting Professor) სტატუსი. სტატუსი წარმოადგენს საპატიო წოდებას და ითვალისწინებს პეკინის ენებისა და კულტურის უნივერსიტეტისთვის მოხსენებების, პრეზენტაციებისა და ლექციების მომზადებას, ასევე, მასთან ერთობლივ კვლევებში ჩართვას.
“ერი წარმოსახვითი საზოგადოება არისო, წერდა ბენედიქტ ანდერსონი, მაგრამ როგორია იმპერიის მიჯნაზე არსებული ერის წარმოსახვა საკუთარ თავზე, იდენტობაზე, წარსულზე, მომავალზე, ბედზე და უბედობაზე, ერთობაზე და გახლეჩილობაზე? ან როგორ შეიძლება უკეთ გვესმოდეს რატომ ხდება ამ წარმოსახვაში პოლიტიკური შინაარსი პოეტური ენის ნაწილი და პირიქით მითიური არსი ძალაუფლების ენის მსაზღვრელი? ამაზეა ჩემი წიგნი - “The Bivocal Nation: Memory and Identity on the Edge of Empire”, რომელსაც მალე გამოსცემს ბრიტანულ-ამერიკული გამომცემლობა Palgrave Macmillan.” ნუცა ბათიაშვილი ანთროპოლოგია, თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის დეკანი. თავისუფალ უნივერსიტეტში 2010 წლიდან მუშაობს. 2013 წლამდე იყო მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის დეკანი და ამავე პერიოდში აწარმოებდა კვლევას, რომლის საფუძველზეც დაიცვა სადოქტორო ნაშრომი ვაშინგტონის უნივერსიტეტში. ერთი წლის წინ მან მიიღო აკადემიური მკვლევარის პოზიცია ოქსფორდის უნივერსიტეტის რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრში. ასევე არის ოქსფორდის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასოცირებული მეცნიერი.
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მუზეუმში ალექსანდრე ქართველის გამოფენა გაიხსნა. გამოფენა ალექსანდრე ქართველის საინტერესო ცხოვრებას და მემკვიდრეობას ასახავს, რომელიც ისტორიას დარჩა სამხედრო ავიაინჟინერიაში მეცნიერული მიღწევების სახით. ალექსანდრე ქართველს ეკუთვნის ისეთი უმნიშვნელოვანესი ხომალდების დიზაინი, როგორიცაა P-47 Thunderbolt (გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ), F-84 (გამოიყენებოდა კორეის ომში და შემდგომ „ნატოს“ ძალების მიერ) და F-105 (გამოიყენებოდა ვიეტნამის ომში). ალექსანდრე ქართველის გამოგონებებს შორის უმნიშვნელოვანესია A-10 “Warthog”-ის დიზაინი, რომელიც დღემდე გამოიყენება აშშ-ს საავიაციო ძალების მიერ და უკვე მეხუთე ათწლეულია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საავიაციო მხარდაჭერაში. ქართველმა შეიტანა მნიშვნელოვანი კონტრიბუცია აეროდინამიკაში ბგერის სიჩქარის განვითარებისათვის დიზაინის და ტექნოლოგიის შექმნაში, აგრეთვე კოსმოსურ ფრენაში.
10-11 დეკემბერს თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, ბიზნესის სამართლის განგრძობადი იურიდიული განათლების მე-5 ეროვნული კონფერენცია გაიხნა. კონფერენციის მონაწილეებს სამართლის სკოლის დეკანი - ნათია ხანთაძე, საქართელოს ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარე - ზაზა ხატიაშვილი და ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი - თინათინ ქარსელაძე მიესალმნენ. კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ - ქეთევან მესხიშვილი, ნუნუ კვანტალიანი, არჩილ გიორგაძე, ლევან ჯანაშია და ლაშა ცერცვაძე. სპიკერებმა ბიზნესის სამართლის სფეროში არსებულ პრობლემატურ და აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს და განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები, მტკიცების პროცესის პრობლემატური საკითხები, სპეციალიზირბებული კომერციული და საგადასახადო პალატის კონცეფცია და ასევე, ფულადი ვალდებულებების შესრულების პრობლემური მხარეები.
თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუ
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ერთობლივი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტმა ნანა ხუსკივაძემ რუსთაველის სამეცნოერო ფონდის გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმაჯრვა! პროექტის სახელწოდებაა - "მიკროორგანიზმებისა და ბიოლოგიური წარმოშობის ზედაპირულად აქტიური ნაერთების გამოყენებით ჟელატინით დაზიანებული ხელოვნების ნიმუშების წმენდის ახალი მეთოდების შემუშავება". ხელოვნების ნიმუშების რესტავრაცია-კონსერვაციის აქატუალური საკითხია მათი წმენდა. თანამედროვეობაში წმენდის ტრადიციული მეთოდები, რომლებიც ძირითადად ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენებას გულისხმობს, იცვლება ახალი, ეკოლოგიურად უვნებელი მეთოდებით, რომლის დროსაც წმენდა მიიღწევა ბიოსუფრაქტანტებისა და მიკროორგანიზმების აქტივობის მეშვეობით. თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, კვლევის მიზანია მიკროორგანზმებისა და ბიოლოგიური წარმოშობის ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების (ბიოსუფრაქტანტი) გამოყენებით ჟელატინით დაზიანებული ხელოვნების ნიმუშების წმენდის ახალი მეთოდის შემუშავება. კვლევა განხორციელდება ლიხაურის ღვთსმშობლის ეკლესიის ჩამოხსნილი კედლის მხატვრობის მაგალითზე, თუმცა ამ შემთხვევის გარდა ქართული კულტურული მემკვიდრეობის ბევრ ნიმუშს აქვს იგივე დაზიანება და მათი რესტავარაცია-გაწმენდა კვლავ პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ პროექტის ფარგლებში შესაძლებელი იქნება არსებული პრობლემის გადაწყვეტის მეთოდის შემუშავება.

გვერდები