ENG GEO

Search form

ღონისძიებები

27 იანვარს 14:00 საათზე თავისუფალი უნივერსიტეტი
27 Jan 2018
27 იანვარს 12:00 საათზე ჩატარდება თავისუფალი უნ
27 Jan 2018
თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების არქიტექტურის და დიზაინის სკოლა VA[A]DS გიწვევთ გამოფენაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება პირველი და მეორე კურსის ხატვის სტუდიების სემესტრის შემაჯამებელი გამოფენა. ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლის VA[A]DS პირველი და მეორე სართულის საგამოფენო სივრცეებში წარმოდგენილი იქნება: I კურსის, თორნიკე ჭაფოძის, კოტე სულაბერიძის და ნინო ჭილაშვილის ჯგუფების ნამუშევრები II კურსის თეა გვეტაძის და ნონო ქვრივიშვილის ჯგუფების ნამუშევრები მესამე სართულის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება პირველი კურსელის რატი ბერაძის სოლო პროექტი გამოფენის გახსნა 26 იანვარს 17:00-20:00 საათი ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლა VA[A]DS
26 Jan 2018
გამოფენის გახსნა 23 იანვარს 18:00-20:00 სთ Artarea Gallery დოდო აბაშიძის 10 თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლის (VAADS) ფერწერის სტუდენტების ჯგუფური გამოფენა Artarea Gallery-ში. სემესტრის განმავლობაში სტუდენტების სამივე ჯგუფს სხვადასხვა პედაგოგები, მეორე კურსს თეა გვეტაძე, მესამე კურსს ნინო საკანდელიძე, მეოთხე კურსს კი გოგა მაღლაკელიძე ასწავლიდნენ. თუმცა სწავლის პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი ის არის, რომ სტუდენტები არა მხოლოდ ლექტორებისგან, არამედ ერთმანეთისგანაც ბევრს სწავლობდნენ, რაც ერთმანეთის დაკვირვებით, პირდაპირი თუ არაპირდაპირი ურთიერთობით, ერთმანეთის სახელოსნოების თვალიერებით, ერთმანეთის მუშაობის პროცესის ყურებით ხდება. VAADS-ის ერთ-ერთი პლიუსი სწორედ ისაა, რომ სახელოსნოები გვერდიგვერდაა განლაგებული, რაც ინფორმაციის გავრცელებას სწრაფს და ხელმისაწვდომს ქმნის. ნებისმიერი პატარა დეტალი შეიძლება გახდეს ახალი იდეის წყარო, მაგალითად მეზობელ სახელოსნოში შემთხვევით აღმოჩენილი ახალი მასალა ან მოკლე რეპლიკა, რომელსაც დერეფანში ყურს შემთხვევით მოკრავ. ნებისმიერი ახალი იდეა კი ყოველთვის მომდევნო იდეის წინაპირობაა, ამგვარად ერთ სივრცეში არსებული სტუდენტების ეს ირიბი თუ პირდაპირი კონტაქტი წარმოადგენს რაღაც ჯაჭვურ მექანიზმს, რომელიც თავისსავე თავს ეხმარება მოძრაობაში, რადგან ჯანსაღი ურთიერთქმედება არასდროსაა ცალმხრივი. ეს გამოფენა სწორად ამ ვერბალური თუ აბსტრაქტული ურთიერთქმედებების შედეგს წარმოადგენს. ანასტასია ახვლედიანი ანა ჯიბლაძე სალომე ჯოხაძე სალომე ჩიგილაშვილი ლიზა ცინდელიანი შოთიკო აფციაური გიორგი გელაძე გიორგი ვარდიაშვილი თეკლა პაიჭაძე ნინი ხაბაზი თეო მასპი გამოფენა ღია იქნება: 24-27 იანვარი 12:00-18:00 სთ +995 599 230 997
23 Jan 2018
თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების და დიზაინის სკოლა (VADS) გიწვევთ გამოფენაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება სამი მიმართულების: ვიზუალური ხელოვნების, კომუნიკაციის დიზაინის და ინტერიერის დიზაინის სტუდენტების ნამუშევრები. • ვიზუალური ხელოვნება წარმოდგენილი იქნება თეა გვეტაძის და გოგა მაღლაკელიძის ჯგუფების ფერწერული ნამუშევრები • კომუნიკაციის დიზაინი წარმოდგენილი იქნება ნესტან მამაცაშვილის და მარიამ ზალდასტანიშვილის ჯგუფების პოსტერები და ვიდეო რგოლი • ინტერიერსი დიზაინი წარმოდგენილი იქნება გოგა ჩხეტიას ჯგუფის პროექტები გამოფენის გახსნა 25 დეკემბერს 17:00-20:00 სთ ვიზუალური ხელოვნების და დიზაინის სკოლა (VADS) მეორე სართულის გალერეა და დიდი სახელოსნო იხ. ფბ ივენთი: facebook.com/events/1482447435135900/
25 Dec 2017
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბოტანიკისა და მცენარეთა ფიზიოლოგიის ლაბორატორიის ბაზაზე იხსნება ფიტოკლინიკა. კლინიკის პრეზენტაცია და მცენარეთა გამოფენა-გაყიდვა ჩატარდება ორშაბათს, 25 დეკემბერს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ფოიეში, 14:00 საათზე. პროფესიონალებით დაკომპლექტებული ფიტოკლინიკა გთავაზობთ: •მცენარეთა მოვლასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო სამსახურს •მცენარეთა მავნებლების და დაავადებების ზუსტ დიაგნოსტიკას •რეაბილიტაციასა და მოვლას •სახლში გამოძახების სერვისს •მცენარეთა მოვლა-შენახვის სერვისს აგრარული უნივერსიტეტის ფიტოკლინიკა ერთადერთია საქართველოში, სადაც: •მცენარეთა სიჯანსაღეზე ზრუნავენ სპეციალური პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტები და მკვლევარები •ფუნქციონირებს მცენარეთა პათოანატომისაა და პათოფიზიოლოგიის ცენტრი საკონტაქტო ინფორმაცია ნონა ჩხაიძე ტელ. 593 78 13 05 ელ.ფოსტა. no.chkhaidze@agruni.edu.ge
25 Dec 2017
23 დეკემბერს 12:00 საათზე ჩატარდება თავისუფალი
23 Dec 2017
23 დეკემბერს 14:00 საათზე თავისუფალი უნივერსიტე
23 Dec 2017

გვერდები